logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოქრუაშვილმა საზოგადოებას პირდაპირ ეთერში სკანდალური აღიარება მისცა
- +

21 მაისი. 2020. 02:51

 

 

“ირაკლი ოქრუაშვილმა უფრო მეტი საოცრება თქვა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილმა. ნიკა მელიამ აღიარა კიდევ, თუ არ ვცდები პარლამენტში შტურმით შევარდნის მცდელობის შესახებ”, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძენ  „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ყოველთვის სიმართლის თქმა სჯობია, რადგან როდესაც იტყუები, რაღაც აუცილებლად წამოგცდება.

 

 

„ოქრუაშვილის ფრაზაში, შეცდომა დავაშვებინეთო, ყველაფერია ნათქვამი. ავტორიც არის, სუბიექტიც დანაშაულის, ქმედებაც არის და რასაც აკეთებდნენ ყველამ ვიცით. მის თქმით, მათ აიძულეს ხელისუფლება და მიზეზობრივი კავშირი მის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს და ადამიანის ბრალეულობა სხვა კი არაფერია. იურდიულადაც ასე ეს, პოლიტიკურადაც, სახალხოდაც და ნებისმიერ ენაზე ასე, რომ ოქრუაშვილმა საზოგადოებას პირდაპირ ეთერში სკანდალური აღიარება მისცა, რომ მათ უზრუნველყვეს ის, რომ გასროლა მოხდა. მეტს კი არაფერს ვამბობდით, ჩვენ ვამტკიცებდით რომ მათ ქნეს ეს. ის ნიბისმიერი მძიმე შედეგი, რაც დადგა, ოქრუაშვილმა აღიარა, ჩვენ ვქენითო“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner