logo_geo
eng_logo
ბექა ლილუაშვილი: გახსნილ ობიექტში ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული
- +

31 მაისი. 2020. 22:27

 

 

 

“თითოეულ გახსნილ ობიექტში მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული ყველა ის რეკომენდაცია და გაიდლაინი, რომელსაც ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები გასცემენ”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

 

მისი თქმით, ხელისუფლებამ როგორც კი დაინახა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

 

 

„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, როდესაც დავინახეთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, ამას მოჰყვა ეკონომიკის გახსნის გეგმის ეტაპების დაჩქარება და წინსწრებით გარკვეული საქმიანობების დაშვება და გახსნა“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner