logo_geo
eng_logo
ხათუნა ბურკაძე: აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპის ურყევი მხარდამჭერია
- +

31 ივლისი. 2020. 21:14

 

 

„ჯეოქეისის“ მკვლევარი, ხათუნა ბურკაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 ფისკალური წლის ასიგნებების აქტში გაკეთებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.

 

„ეს არაა საბოლოო გადაწყვეტილება. კონგრესი შედგება ორი პალატისგან. წარმომადგენლობითი პალატისგან და სენატისგან. საუბარია წარმომადგენლობითი პალატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე, თუმცა აქვე უნდა გითხრათ, რომ თუ ჩვენ ჩანაწერს კარგად შევისწავლით და გავაანალიზებთ, აქ საუბარია, რომ უფრო მეტი რეფორმა განახორციელოს ქვეყანამ. იქნება ეს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით თუ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით“, - აღნიშნა ბურკაძემ.

 

მისი თქმით, როცა ჩვენ მსგავსი ჩანაწერი გვაქვს, ეს გვაძლევს ბიძგს, რომ კიდევ ერთხელ გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმები ამ მიმართულებით.

 

 „აღნიშნული საკითხის განხილვა უნდა მოხდეს სენატში. იშვიათადაა პრაქტიკაში, როცა სენატის და წარმომადგენლობითი პალატის ფრაზეოლოგია ერთმანეთს ემთხვევა. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, რომ სენატის მიერ სხვა ტიპის დოკუმენტის ინიცირება მოხდეს. ამ შემთხვევში რა ხდება: ორივე პალატის დონეზე ხდება საკითხის განხილვა ერთობლივი კომიტეტის დონეზე და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. თუმცა, კანონპროექტი პროცედურების თანახმად, იგზავნება პრეზიდენტთან თეთრ სახლში. პრეზიდენტს, მოგეხსენებათ აქვს უფლება ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს და უკან დაუბრუნოს კონგრესს. ეს საკმაოდ დიდი საკითხია, რომელსაც აქვს თავისი შრეები და ეტაპები. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა იმის, რომ აბსოლუტურად სხვა ტიპის ჩანაწერი ვიხილოთ“, - აღნიშნა ბურკაძემ.

 

„ჯეოქეისის“ მკვლევარი, აცხადებს, რომ ასევე ეს დოკუმენტი, შეიცავს არაერთმნიშვნლოვან ჩანაწერს.

 

„მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, როდესაც ის სახელმწიფო დეპარტამენტს და სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს მოუწოდებს, რომ შეისწავლოს ყველა ის ქვეყანა, რომლის მიმართაც დადგება რაიმე ტიპის კითხვის ნიშანი, იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიების წარმომადგენლებს გაუწია რაიმე ტიპის მხარდაჭერა. თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, ეს იწვევს აღნიშნული ქვეყნის მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას. რაც არაღიარების პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვის კუთხით ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ეს მიანიშნებს იმას, რომ ამ ჩანაწერით ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპის ურყევი მხარდამჭერია“, - აღნიშნა ბურკაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner