logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: გუბაზ სანიკიძე უპრინციპობის, ამორალურობის მაგალითია!
- +

5 აგვისტო. 2020. 18:40

 

„გუბაზ სანიკიძე არის უპრინციპობის, ამორალურობის მაგალითი. როცა უპრინციპო პოლიტიკოსზე ლაპარაკობენ, თვალწინ წარმომიდგება გუბაზი და...“ - ამის შესახებ ექსპერტმა გია აბაშიძემ გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

 

გია აბაშიძის განცხადებით, „გაერთიანებული ოპოზიცია“ თავიდანვე კრახისთვის იყო განწირული.

 

„თავიდანვე განწირულნი იყვნენ და დაჩქარდა.  „კარმა იზ ე ბიჩ“ - როგორც იტყვიან, როცა შალიკოს ფანჩატურში, ნათელაშვილის ეზოში შევიდნენ და დასხდნენ, იქ მოირყა მაგათი ე.წ. კარწინკა, უფრო სწორად, დაჩქარდა და შემდეგ უკვე, რომ დაიწყეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე საუბარი, არა, მე ვიქნები, არა მეო. უფრო გამყარდა ჩვენი აღქმები, რომ ესენი ერთად ვერ იქნებიან. როგორც გახსოვთ, პირველი სურათი, რუსთაველზე ხელჩაკიდებული რომ დადიოდნენ, აღარ არის, საერთოდ მოიშალა და ერთმანეთს უკვე ბნელ ძალებს ეძახიან“, - განაცხადა გია აბაშიძემ.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner