logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილს 3 არა სჭირდება, რომ “ნიჭიერი პოლიტიკოსების” კონკურსი დატოვოს
- +

6 აგვისტო. 2020. 02:47

 

 

 

როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილს 3 არა სჭირდება, რომ „ნიჭიერი პოლიტიკოსების“ კონკურსი დატოვოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„მას ორი არა უკვე აქვს 1012 წლის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მესამე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს. ის უკანონოდ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, რადგან ის არ გახლავთ ამ ქვეყნის მოქალაქე, ის ასევე უკანონოდ ერევა პარტიების საქმიანობაში, რასაც ასევე კრძალავს დემოკრატიული პრინციპები. ის ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, როგორც ჩანს, ის უფრო საინტრესოა ოპოზიციისთვის, რადგან როგორც მის და ასევე სხვა პარტიაში გრძნობენ, რომ ის ხელს უშლის ოპოზიციის საქმიანობას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

გუშინ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილონ, სააკაშვილმა თქვა, რომ „როგორ იქნება და რა იქნება, ამას გაარკვევს ქართველი ხალხი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner