logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ყველა სამხედრო მოსამსახურეს და მათი ოჯახის წევრებს დაუფინანსდებათ სწავლის გადასახადის ნახევარი!
- +

6 აგვისტო. 2020. 22:32

 

 

თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე ახალი ინიციატივის შესახებ საუბრობს. ბრეგაძის თქმით მინისტრმა უორეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო:

 

 

„თავდაცვის მინისტრის მიერ იქნა მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ყველა სამხედრო მოსამსახურეს და მათი ოჯახის წევრებს დაუფინანსდებათ სწავლის გადასახადის ნახევარი, რომელიც არის განსაზღვრული სახელმწიფოს მიერ და ისინი ყოველწლიურად მიიღებენ 1125 ლარს.

 

ვფიქრობთ ამ ღონისძიებით დავაინტერესებთ ახალგაზრდებს, რომ ისევ მოვიდნენ თავდაცვაში.

 

ეს გადაწყვეტილება მიება სამხედრო მოსამსახურის სტატუსს. სამხედროს ოჯახის წევრს უფინანსდება სწავლის საფასური ნახევარი. ეს არის ახალი სოციალური პოლიტიკის ქმედითი მაგალითი.“- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner