logo_geo
eng_logo
ვალერი ხაბურძანია: ერთხელ განვაცხადე, პრორუსული პარტია უნდა შევქმნა მეთქი...
- +

17 თებერვალი. 2016. 04:16



საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია არ გამორიცხავს, რომ დასავლეთის დაფინანსებით,  მალე „გარკვეულმა ძალებმა რუსეთის მხარდაჭერის აკრძალვის მოთხოვნით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა მოითხოვონ".


როგორც ხაბურძანია გაზეთ „კვირის ქრონიკასთან" საუბარში აღნიშნავს, ამ მხრივ საკითხი მართლაც ძალიან სენსიტიურია და ხელისუფლებას ორმაგი ყურადღება მართებს:



ახლა არ ვიცი... კონტრდაზვერვა არის წმინდათაწმინდა სტრუქტურა, ის უნდა მუშაობდეს ამერიკელებზეც და არ უნდა მუშაობდნენ მხოლოდ ამერიკელები. უნდა მუშაობდნენ რუსებზეც, სომხებზეც, თურქებზეც, აზერბაიჯანელებზეც და ასე შემდეგ. ამერიკელები გიჟები ხომ არ არიან, ანგელა მერკელს რომ უსმენენ? იმიტომ უსმენენ, რომ ასეთი წესია, აქ მორიელის პრინციპი მუშაობს, რაც არ უნდა ზურგზე შეისვა, მაინც უნდა უკბინო. სააკაშვილივით სპექტაკლები კი არ უნდა დადგა და ჯაშუშები გამოიგონო. ეს ადამიანი ბევრ რამეში ამერიკელებსაც არ ემორჩილებოდა და საზღვრებს გადადიოდა. ალბათ, გახსოვთ, ერთ-ერთ ფარულ ჩანაწერში იდიოტებსაც კი უწოდებს. ის პრეზიდენტი იყო და საშუალო თუ ქვედა რგოლებს ანგარიშს არ უწევდა, თავისას უბერავდა. თუ ჩვენთან მიიღეს ანტიპროპაგანდისტული კანონი, მაშინ ამ მუხლით შეიძლება დაიჭირონ კახი კალაძე, რადგან ეხმარება და პროპაგანდას უწევს „გაზპრომს". შეუძლიათ, დამიჭირონ მე, რადგან ერთხელ განვაცხადე, პრორუსული პარტია უნდა შევქმნამეთქი. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს, იქნებ მართლაც გაარკვიონ, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი და ვინ - მოყვარე? არ მაქვს იმედი, მაგრამ მაინც".

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner