logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ჰააგის პროკურორის ოფისის წინაშე ამ ვალდებულებისგან თავისუფალი ვიქნები!
- +

17 თებერვალი. 2016. 13:09


უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე „ასავალ-დასავალთან" აგვისტოს ომსა და ჰააგის სასამართლოზე საუბრობს. ლორთქიფანიძე 2008 წელს პარლამენტში შექმნილი დროებითი კომისიის წევრი იყო, რომელიც აგვისტოს მოვლენებს სწავლობდა და აცხადებს, რომ ჰააგის პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლია. 



„როგორც რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრს, გარკვეული ვალდებულება მაქვს, რომ საიდუმლოების შემცველ ინფორმაციებზე ღიად არ ვილაპარაკო, რის გამოც ყველა დეტალის საჯაროდ გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ჰააგის პროკურორის ოფისის წინაშე ამ ვალდებულებისგან თავისუფალი ვიქნები.

 

2008 წელს საქართველოს პარლამენტში შექმნილ კომისიას ჩვენი საზოგადოება სრულიად სამართლიანად უცხადებდა უნდობლობას, თუმცა, ამ კომისიამ, ასე თუ ისე, მაინც იმუშავა და დასკვნაც დადო.

 

მეტიც, ჩვენ გავეცით რეკომენდაციები, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიება დაეწყო თავდაცვის მაშინდელი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მალხაზ აქიშბაიას წინააღმდეგ!

 

გარდა ამისა, გამოიკვეთა იმ პირთა სიაც, რომლებიც ომის დაწყებისთანავე საქართველოდან გაქრნენ და ეს საკითხი გამოძიების საგანი უნდა გამხდარიყო, თუმცა, პროკურატურას თითი თითზე არ დაუდია", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner