logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: რაც არის, არის! ეს - ჩემი სამშობლოა!
- +

27 ივნისი. 2018. 21:06

 

დასავლეთში ცხოვრება და „ამერიკული ოცნების“ ასრულება დღეს უამრავი ადამიანის ოცნებაა. მიდიან ყველაზე ნიჭიერები, ლამაზები და ტოვებენ იმ ადგილებს, სადაც ფეხი აიდგეს, გაიზარდნენ. მიდიან და ხშირად უკან აღარ ბრუნდებიან! რა არის ეს? - უკეთესი მომავლის შექმნის სურვილი თუ გაქცევა არსებული რეალობიდან, ზოგჯერ უფრო მკაცრ და დაუნდობელ რეალობაში? - ამის შესახებ ჟურნალი „გზა“ პიარმენეჯერ ლალი მოროშკინას ესაუბრა:

 

„ჩემგან მორალის კითხვა არ გამოვა, რადგან ჩემი დებიც ევროპაში ცხოვრობენ: ერთი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან წავიდა, ხოლო მეორემ - მსოფლიო ბანკის ხაზით განაგრძო მუშაობა. მათთვის ხშირად მიკითხავს - ასე ხომ საქართველოშიც იქნებოდით-მეთქი? შეიძლება გულის კუნჭულში ჩემი დებიც ფიქრობენ, რომ აქ უფრო კარგად იცხოვრებდნენ, მაგრამ ეს მათი არჩევანი იყო. სხვათა შორის მეც ბევრი შემოთავაზება მქონდა: კარგ პირობებს მთავაზობდნენ ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, მაგრამ წასვლა ვერ შევძელი. რატომ? - აქ ყოფნა ჩემთვის ძალიან ორგანულია და რაც არის, არის! ეს - ჩემი სამშობლოა. ამიტომაც ვცდილობ, აქ შევცვალო რაღაც და ეს ჩემთვის ყველაზე კარგი გამოსავალია. რომ დავფიქრდები, სერიოზულად არასდროს მქონია საქართველოდან წასვლის სურვილი. მით უმეტეს, ვიცი, რომ ევროპაშიც არ არის გზა ია-ვარდებით მოფენილი...“

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner