logo_geo
eng_logo
პატრიარქი: არ განვცადოთ უფალი, ჩვენი სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია
- +

19 აპრილი. 2020. 01:00

 

 

უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა.

ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს, მისით ხარობს და, ამასთან, ცდილობს გამოძებნოს სწორი გამოსავალი არსებულ ვითარებაში.“- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II -მ სააღდგომო ეპისტოლეში ბრძანა.

 

 

გავიხსენოთ წმ. გრიგოლ პალამას სიტყვები მრევლისადმი: ამის წინ, მრავალი საშიშროება შეგვემთხვა, მერე გაგვასახლეს და თავს დაგვატყდა სენიც, ყველა საშინელებაზე უფრო საშინელი; ქრისტეს მშვიდობით აღვსილნი მაშინაც მხოლოდ ჩვენ ვზეიმობდით ყველასგან დევნილნი... და ტაჯვა-წამების თითოეული ადგილი ჩვენთვის იქცა სადღესასწაულო სივრცედ.

 

ჩვენი ძმების უმრავლესობა, ზეაღმატებული სიყვარულისა და ძმათმოყვარეობის გამო, თავს არ ზოგავდა, უშიშრად ემსახურებოდა სნეულებს. მრავალი მათგანი, ვინც ავადმყოფებს უვლიდა და სხვებს განამტკიცებდა, თვითონაც დასნეულდა და გარდაიცვალა. ამგვარად ტოვებდნენ მიწიერ ცხოვრებას ჩვენს შორის საუკეთესონი.  ღვთისმოსაობისა და რწმენის გამო ასეთი აღსასრული მოწამეობაზე ნაკლები როდია“ (გვ.314-315).

 

ამგვარი სულისკვეთება ქრისტიანისათვის ახლობელია; თუმცა, რა თქმა უნდა, სიფრთხილეც გვმართებს,  რომ არ განვცადოთ უფალი; ამასთან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მისი ნების გარეშე ჩვენი თმის ერთი ღერიც არ დავარდება, მითუმეტეს, ჩვენი სიცოხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია. მთავარია, შევინარჩუნოთ ზომიერება, სულის სიმშვიდე და ღმერთთან სიახლოვის სიხარული.  ეს კი ლოცვით და, რაც ყველაზე მთავარია, ღმერთთან სწორი პიროვნული დამოკიდებულებით,- ანუ რწმენით  მიიღწევა.

 

რწმენა ქვაკუთხედია ჩვენი არსობისა და განსაზღვრავს ჩვენი აზროვნებისა და ცხოვრების წესს იგი ღვთით უნდა მოგვეცეს და მოგვეცემა კიდეც, თუ მოვინდომებთ და ვიღვაწებთ. შევნიშნავთ იმასაც, რომ არ არის სწორი, მორწმუნე ნაწილმა ურწმუნონი (ან მცირედმორწუნენი)  დაადანაშაულოს და პირიქით.

 

რწმენას უდიდესი ძალა აქვს და სულ სხვა შესაძლებლობებს ავლენს ადამიანში; გავიხსენოთ სახარება, როდესაც გალილეის ზღვაზე იესო გამოეცხადა მოციქულებს, უფლის მოწოდებაზე,- მასთან მისულიყო,  პეტრეს ისეთი რწმენა დაეუფლა, რომ წყალზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა, მაგრამ როგორც კი ეჭვი შეეპარა თავის შესაძლებლობებში და შეშინდა, მაშინვე დანთქმა დაიწყო, თუმცა,  თხოვნის გამო, უფალმა იგი ისევ შეიწყალა და რწმენაში გააძლიერა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner