logo_geo
eng_logo
მეუფე გრიგოლი: ვიდრე ექიმები გვირჩევენ დისტანცირებას, მანამდე საგანგებო რეჟიმში აღვასრულებთ მსახურებას
- +

19 აპრილი. 2020. 01:39

 

 

ყველაზე მძიმე და მტკივნეული ჩვენთვის არის, როდესაც ხალხთან ერთად არ ვართ ამ წუთებში, მაგრამ ეს ისევ ჩვენი ხალხის გამო კეთდება და ღმერთმა დალოცოს მათი ჯანმრთელობა. დაე, მიიღონ ეს როგორც მორჩილება, როგორც დალოცვა ჩვენი, “- ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე მიმდინარეობს.

 

,,რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე და მტკივნეული ჩვენთვის არის, როდესაც ხალხთან ერთად არ ვართ ამ წუთებში, მაგრამ ეს ისევ ჩვენი ხალხის გამო კეთდება და ღმერთმა დალოცოს მათი ჯანმრთელობა. დაე, მიიღონ ეს როგორც მორჩილება, როგორც დალოცვა ჩვენი და მადლი ღვთისა ყველაზე გარდამოვა და მადლისათვის მიუწვდომელი ადგილი არ არსებობს, მთავარია, რომ ადამიანის გული იყოს გახსნილი მისთვის. იყო თხოვნა, რომ შეწუხებული ადამიანები ამბობდნენ, ნუთუ ფოთში ღამით წირვა არ ჩატარდება, თქვენ იცით, რომ მონასტრებში ღამისთევით ტარდება, სამრევლო ტაძრებში ყველგან დილის შვიდ საათზე დაიწყება.

 

მოხარული ვარ, მრევლი იმათ ჰქვია, იმ ადამიანებს, ვის გულშიც მართლა ანთია განსაკუთრებული რწმენის კანდელი და რომელიც მზად არის, რომ კურთხევა მიიღოს და დაემორჩილოს. ისევე როგორც ჩვენ ყველა ერთად უნდა დავემორჩიოთ ექიმებს. მე მოხარული ვარ, მადლლიერი ვარ , ჩვენ 24 წელია ამ ეპარქიაში ვართ და ვცდილობთ გზა და გზა დავმოძღვროთ და ვასწავლოთ და მათგანაც ვისწავლოთ ძალაინ ბევრი რამე, ეს ძალიან მნიშვნელოვანაია. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს , პატივს მივაგებთ ერთურთს და იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთად დავძლევთ ამ განსაცდელს, რომელიც დღეს მსოფლიოში მძინვარებს და მითუმეტეს, დღეს ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის ეს მძაფრად და არც იყოს. ნურავინ დამშვიდდება იმით, რომ თუ უკეთესად იქნება საქმე, რომ აი, ჩვენ რომ მოვსულიყავით, მაინც რა კარგი იქნებოდა, არა! აი, ყველაფერი კარგად იქნება და ყველა კურთხევის ქვეშ იქნება.

 

 

საერთოდ, ვიდრე ეს უბედურება ტრიალებს სამყაროს თავზე და ვიდრე ჩვენი ექიმები გვირჩევენ, მოფრთხილებას, დისტანცირებას ერთმანეთისაგან, მანამდე ჩვენ საგანგებო რეჟიმში აღვასრულებთ ხოლმე მსახურებას და ტაძრის გარეთ იქნება მრევლი, ვინც მომსვლელი იქნება რა თქმა უნდა. ვინც ვერ მოვა, იმათ ჩვენ შევეწევით სულიერად, ჩვენ ცალ-ცალკე არ ვილოცებთ, ჩვენ ყველა ერთად ვილოცებთ,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner