logo_geo
eng_logo
შოიგუმ აღიარა, რომ წყალქვეშა აპარატზე, რომელზეც 14 მეზღვაური დაიღუპა, ბირთვული რეაქტორია
- +

4 ივლისი. 2019. 14:23

 

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, სევერომორსკში ღრმაწყლოვან აპარატზე მომხდარი ავარიის მიზეზი - აკუმულატორების განყოფილებაში გაჩენილი ხანძარია, რომელიც შემდგომ დანარჩენ განყოფილებებს გადაედო.

 

„ბირთვული დანადგარი მთლიანად იზოლირებულია. ეკიპაჟმა მის დაცვასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ღონისძიება ჩაატარა, ის მთლიანად მუშა მდგომარეობაშია“, - აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

 

წყალქვეშა ნავში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში  თავდაცვის უწყება ნავის კონსტრუქციის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებდა, კითხვებზე პასუხს თავს კრემლიც არიდებდა.

 

რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების ღრმაწყლოვან სამეცნიერო კვლევით აპარატში რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ხანძარი 1 ივლისს გაჩნდა, რასაც 14 მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

თუმცა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 ივლისს მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ მომხდართან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა.

 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ხანძარი ღრმაწყლოვან  ატომურ წყალქვეშა ნავში „АС-12“-ში მოხდა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „ლოშარიკ“.

 

ორი დაღუპული რუსეთის ფედერაციის გმირია.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner